Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი უძღვებოდა.

სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ოთხ ძირითად საკითხზე იმსჯელეს. საკრებულოს სხდომაზე წარმოდგენილი საკითხები დეპუტატებმა მანამდე ბიუროზე განიხილეს.

საკრებულოს სხდომაზე ცნობად იქნა მიღებული ინფორმაცია, საკრებულოში ახალი ფრაქციის „რუსთავის განვითარებისთვის“ დაფუძნების შესახებ, რომლის შემადგენლობაში შედიან დეპუტატები კობა ჩალაძე და კობა ლომიძე, ხოლო ფრაქციას მამუკა აბულაძე უხელმძღვანელებს.

სხდომაზე დეპუტატებმა თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის აპარატის უფროსის ნინო ნიკოლავას მიერ წარმოდგენილ საკითხზე იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს, რის შედეგადაც რუსთავში ქონების გადასახადის განაკვეთები უცვლელი რჩება.

საკრებულოს სხდომაზე გასული ოთხი ძირითადი საკითხი დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს, რის შემდეგაც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა სხდომა დახურულად გამოაცხადა.

 

2018-04-13

ნავიგაცია