Image

ილია ჭავჭავაძის სახელობის რუსთავის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, კალიგრაფიული ნამუშევრებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო, გაიმართა შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსნის’’ საჯარო კითხვა.

ღონისძიების მონაწილეებმა გაიხსენეს 1978 წლის 14 აპრილის მოვლენები და ამ დღის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ღონისძიებას რუსთავის მერის მოადგილე გოჩა ლორია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე,  მაჟორიტარი დეპუტატები: გიორგი ტუხაშვილი, ამირან ჯანჯღავა და გიორგი ჯღარკავა დაესწრნენ.  

 

2018-04-14

ნავიგაცია