Image

რუსთავის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 21-ე საბავშვო ბაგა-ბაღში ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, რუსთავის ისტორიის ამსახველი ფოტომასალის გამოფენა მოეწყო, ბაღის აღსაზრდელთა მონაწილეობით გაიმართა მცირე კონცერტიც.

ღონისძიებას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და ძველი რუსთავის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში, გიორგი ტუხაშვილიც დაესწრნენ.

21-ე ბაღში ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი, რომლის მიხედვითაც ყოველწლიურად, ბაღის აღსაზრდელები ხეებს დარგავენ
ბაღის ეზოში, რამდენიმე ნერგი დღეს, ბავშვებთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც დარგეს.

2018-04-17

ნავიგაცია