Image

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში განახლებული ნევროლოგიური განყოფილება ამოქმედდა.
ახალი დეპარტამენტის პრეზენტაციას რუსთავის მერი დავით ჯიქია, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე და თავმჯდომარის მოადგილე ნინო ლომიძე  დაესწრნენ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამედიცინო დაწესებულება დაათვალიერეს და მომუშავე პერსონალს გაესაუბრნენ.
დეპარატმენტი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აპარატურით აღიჭურვა და ნევროლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებს ანგიოგრაფიული, მაგნიტურ-რეზონანსული კვლვების ჩატარებისა და მკურნალობის კურსის გავლის შესაძლებლობას მისცემს.

2016-04-22

ნავიგაცია