Image

რუსთავში, ქიმიკოსთა სპორტულ კომპლექსში, ძალოსნობის დარბაზი გაიხსნა.

გახსნის ცერემონიას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, თავმჯდომარის მოადგილეები ნინო ლომიძე და გოჩა შავაძე, საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ცნობილი ქართველი ძალოსნების სპორტული ცხოვრების ამსახველი კინოკადრების ჩვენება, ჯაზ-ბენდის მცირე კონცერტი და ახალგაზრდა ძალოსანთა საჩვენებელი გამოსვლა.

ადგილობრივი ხელისუფლებისა და ფედერაციის წარმომადგენლებმა მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სპორტის პოპულარიზაციის საქმეში კომპელქსური მიდგომის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება.

 

2016-04-22

ნავიგაცია