29 აპრილს, რუსთავში საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალის ,,გაზაფხულის რიტმები 2018”-ის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება. 
გარდა საქართველოში მოქმედი ქორეოგრაფიული კოლექტივებისა, ფესტივალში მონაწილეობას იღებენ ლატვიის, ისრაელის, ესტონეთის, რუსეთისა და ფინეთის ქორეოგრაფიული კოლექტივები. 
ღონისძიების განრიგი: 
12:00-12:30 სთ - მოეწყობა აღლუმი ცენტრალური პარკიდან მერიის მოედნის მიმართულებით. 
13:00 სთ - ფესტივალში მონაწილე დელეგაციების მიღება 
რუსთავის მერიაში. 
13:30 სთ - საფესტივალო ჩვენება ცენტრალურ მოედანზე 18:00 სთ - ღონისძიების დახურვა

ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი და კავშირი “არტ ფოლკი”. 
მხარდამჭერები: რუსთავის მერია, ფოლკლორული ფესტივალების ევროპული ასოციაცია EAFF, იუნესკოს ცეკვის საეთაშორისო საბჭო (CID), გაზეთი “საქართველოს ქორეოგრაფთა” რედაქცია, მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და განვითარების ინსტიტუტი და ვეტერან ქორეოგრაფთა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი.

ფესტივალის მიზანია ფოლკლორის განვითარება, საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება, ქართული და მსოფლიოს ხალხთა ცეკვების მოსახლეობაში პოპულარიზაცია.

2018-04-28

ნავიგაცია