Image

რუსთავის ისტორიულ მუზეუმში, მხატვარ ალექსანდრე თოდუას სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. 
მუზეუმის საგამოფენო სივრცეში, 30 მოსწავლის 120 ნამუშევარია წარმოდგენილი.

გამოფენა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

გამოფენაზე ალექსანდრე თოდუას იმ მოსწავლეთა ნამუშევრებია წარმოდგენილი, რომლებიც სპეციალურმა კომისიამ შეარჩია.
საუკეთესო ნამუშევრების ავტორები სპეციალური სიგელებითაც დაჯილდოვდნენ.

2018-05-15

ნავიგაცია