Image

თბილისში, სასტუმრო ,,ჰუალინგში'', პირველი ეროვნული კონფერენცია გაიმართა თემაზე ,,გენდერული თანასწორობა ადგილობრივ თვითმმართველობაში-გამოწვევები და შესაძლებლობები".

კონფერენციას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი და თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე ესწრებოდნენ.

ფორუმი საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით გაიმართა

საქართველოს ეროვნული თვითმმართვლობათა ასოციაციის პრეზიდენტის, კახა კალაძის განცხადებით, ქალების ჩართულობის გაძლიერება უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარების, დემოკრატიული ინსტიტუტების შენებისა და ნებისმიერი საზოგადოებრივი სფეროს გაუმჯობესებისთვის.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა, კონფერენციაზე სახელმწიფოს გენდული პოლიტიკის შემუშავების და მთავარი მიმართულებების განსაზღვრის პროცესში პარლამენტის როლზე გაამახვილა ყურადღება.

კონფერენციაზე ასევე მოხდა ადგილობრივ თვითმმართველობებში გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარდგენა.

დღევანდელ ფორუმს მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად გენდერული თანასწორობის საბჭოების თავმჯდომარეები და მერიებში გენდერული თანასწორობის საკითხებში პასუხისმგებელი პირები ესწრებოდნენ.

2018-05-15

ნავიგაცია