Image

რუსთავის მე-16 საჯარო სკოლაში, პროექტის - „იზრუნე, არ იძალადო“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა პროექტის ფარგლებში ჩატარებული აქტივობები შეაჯამეს.

ღონისძიებას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე, რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი თამარ ხეჩიკაშვილი, პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ.
რუსთავის მერმა პროექტში ჩართულ მოსწავლეებს მადლობის სიგელები გადასცა.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა სკოლის ტერიტორიაზე, საკუთარი ხელით 200 ზე მეტი ქოთნის მცენარე დარგეს და მათ მოვლაზეც ზრუნავენ. 
მოზარდებთან ერთად, მცენარეთა დარგვაში რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა.

კამპანიის „იზრუნე არ იძალადო“ მიზანი სკოლის მოსწავლეებში არაძალადობრივი ცნობიერებისა და სამოქალაქო კულტურის ამაღლება იყო. 
პროექტის განხორციელებისთვის, სკოლას პირადი დანაზოგით, ფინანსური მხარდაჭერა რუსთავის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელმა პირებმა და თანამშრომლებმაც გაუწიეს.

2018-05-16

ნავიგაცია