Image

რუსთავში, კულტურის სახლში, პროექტ „განავითარე შენი რეგიონის“ ფარგლებში, „საქართველოს სტუდენტური პარლამენტის“ ,  „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების“ ინიციატივითა და მერიის მხარდაჭერით,  შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

ქალაქის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა რუსთავის ეკონომიკური განვითარების თემაზე, იდეები და პრეზენტაციები წარმოადგინეს.

ღონისძიებას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქვემო ქართლის  გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი, საკრებულოს წევრები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.  

სამი საუკეთესო იდეის ავტორი ბეშუმში, საზაფხულო ბანაკში გაემგზავრება.

სოციალურ პროექტს „განავითარე შენი რეგიონი’’, რომლის მიზანიც საქართველოში არაფორმალური განათლების პოპულარიზაციაა,  „საქართველოს სტუდენტური პარლამენტი“ და „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანება“ ერთობლივად ახორციელებენ.

2018-05-16

ნავიგაცია