Image

ჯუმბერ ლეჟავას სახელობის ველოტურის - ,,საქართველო მშვიდობისთვის'' ფარგლებში, ველომოგზაური ნოდარ ბერიძე დღეს რუსთავის ეწვია.

ცნობილ ველომრბოლელს, ქალაქის მთავარ მოედანზე, რუსთავის მერის მოადგილეები - დავით კეკელიძე და გოჩა ლორია, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ამირან ჯანჯღავა, თვითმმართველობის სხვა წევრები და რიგითი რუსთაველები დახვდნენ.

ნოდარ ბერიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ველოტურის მნიშვნელობაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ მარათონის მიზანი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია, მშვიდობისა და კეთილმეზობლობის პროპაგანდა და ადამიანებს შორის დაკარგული კავშირების აღდგენაა.

ველოტურის ორგანიზატორი საქართველოში, ევროპისა და აზიის კონტინენტების გავლით, 16 აპრილს, თურქეთიდან შემოვიდა.

ნოდარ ბერიძე ველოტურს 26 მაისს, თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დაასრულებს.

2018-05-16

ნავიგაცია