Image

ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს კურთხევითა და ჩოხოსანთა ინიციატივით, რუსთავის წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართა. 
ჯვარი თექვსმეტმა წყვილმა, როგორც ახალგაზრდა, ასევე იმ წყვილებმა დაიწერეს, რომლებიც წლების განმავლობაში სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფებოდნენ. 
ჯვრისწერას ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, რუსთვაის მერი ირაკლი ტაბაღუა, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

მოგვიანებით, ტაძრიდან ფიროსმანის ქუჩაზე, პროფესიული დრამატული თეატრის მიმდებარედ არსებული სკვერის მიმართულებით, მსვლელობა მოეწყო. მსვლელობაში რუსთაველმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანე (გამრეკელმა), რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა, საკრებულოს წევრებმა, ჩოხოსნებმა და ჯვარდაწერილმა წყვილებმა მიიღეს მონაწილეობა.

რუსთაველმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ, ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის, ასევე ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით, პარაკლისი გადაიხადა და ოჯახები დალოცა. 
სკვერში აღმართულ ჯვართან კი სასულიერო პირებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ჯვარადწერილ წყვილებთან და ბავშვებთან ერთად, სიმბოლურად, ყვავილები დარგეს.

საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, 17 მაისი, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღედ 2014 წელს დააწესა.

 

2018-05-17

ნავიგაცია