Image

ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებით, რუსთავის მერიის ააიპ „სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის"  ინიციატივით, გონაშვილის სახელობის სკვერის მიმდებარედ, გზის ორივე მხარეს არსებული ქვეითთა გადასასვლელები მოიხატა.

აქციაში რუსთავის ნიკო ფიროსმანის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა და გადასასვლელები თემატურად მოხატეს.  

აქტივობას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუაც შეუერთდა.           

 

2018-05-17

ნავიგაცია