სკოპინგის განცხადება

დაგეგმილი საქმიანობა: აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალის (E-60) რუსთავი-წითელი ხიდის მონაკვეთის გაუმჯობესების პროექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა

 დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: საავტომობილო გზების დეპარტამენტი

დაგეგმილი საქმიანობის  განხორციელების ადგილი: ქ.რუსთავი, მარნეულის მუნიციპალიტეტი.

დაგეგმილი საქმიანობის  სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:

29 მაისი - 11:00 საათი

რუსთავის მერიის ადმინისტრაციული შენობა;

29  მაისი -14:00 საათი

მარნეულის მუნიციპალიტეტის  სოფელ კაპანახჩის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა;

30 მაისი -14:00 საათი

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა;

30 მაისი -17:00 საათი

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირაჩ მუღალოს საჯარო სკოლის შენობა 

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ მიაწოდოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს არაუგვიანეს 2018 წლის  31მაისამდე, მისამართზე:ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის ქ.N6. ელ/ფოსტაზე : moa@mepa.gov.ge

სკოპინგის ანგარიში და შესაბამისი დეტალური ინფორმაცია დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებით, ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე:

მისამართი: ქ.თბილისი მარშალ გელოვანის ქ.N6

რუსთავის მერია

municipality@rustavi.gov.ge

მარნეულის მუნიციპალიტეტი.

ტელ (0357) 22 33 21

ელ.ფოსტა -municipaliteti@marneuli.gov.ge

 

ასევე,, იხილეთ ქვემოთ მითითებულ ბმულზე

აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალის (E-60) რუსთავი-წითელი ხიდის მონაკვეთის გაუმჯობესების პროექტის სკოპინგის ანგარიში

 

2018-05-22

ნავიგაცია