კორნარდ ადენაუერის ფონდი და მისი პარტნიორი ორგანიზაციები - ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) და ასოციაცია ,,ათინათი“ ახორციელებენ ევროკავშირის პროექტს „სამოქალაქო საზოგადოება - მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“.

პროექტის მიზანია, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ცოდნა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასთან (DCFTA) და საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის (SME) განვითარების სტრატეგიასთან დაკავშირებით.

პროექტის ფარგლებში, სამიზნე რეგიონებში (სამეგრელო - ზემო სვანეთი, კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, იმერეთი) ხორციელდება საინფორმაციო კამპანია, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას გავზარდოთ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელების ინფორმირებულობა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებასა და ევროკავშირის ბაზარზე ინტეგრაციაზე.

 საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია ბროშურების დარიგება და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისათვის ინდივიდუალური კონსულტაციების გაწევა. რუსთავში საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიება 24 მაისს 10.00. სთ-დან 14.00. სთ-მდე მერიის წინ მოედანზე გაიმართება.

იხილეთ:

საინფორმაციო ბროშურა

2018-05-23

ნავიგაცია