26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებები რუსთავში

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რუსთავში, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართება

 

სადღესასწაულო   პროგრამა

 რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკის ცენტრალური ჩასავლელი (ე.წ. პირამიდის მიმდებარე ტერიტორია)  

  • სამხედრო ტექნიკის გამოფენა
  • ე. წ. პირამიდა საქართველოს დროშისა და დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული აქსესუარებით გაფორმდება.
  • პარკის შესასვლელში დაიდგმება სტენდი, რომელზეც განთავსდება ინფორმაცია პარკის ტერიტორიაზე დაგეგმილი სადღესასწაულო ღონისძიებების შესახებ ზუსტი ლოკაციების მიხედვით. 

 ცენტრალურ პარკში დაგეგმილი ღონისძიებები     

პარკში არსებული ამფითეატრის მიმდებარე ტერიტორია - 1918 წლის სივრცე

მთელი დღის განმავლობაში აღნიშნულ სივრცეში იმოძრავებენ 1918 წლის პერიოდის სამოსში გამოწყობილი მსახიობები

განლაგებული იქნება ფოტოსტენდები და სხვადასხვა ინვენტარი ფოტოგადაღებისთვის

 09:00 სთ -  ლექცია - ირაკლი ტაბაღუას შეხვედრა ახალგაზრდებთან (პირამიდის მიმდ.ტერიტორია)

13:00 სთ -   ფლეშმობი (პირამიდის მიმდ.ტერიტორია).

13:30 სთ-   სკეიტერების შეჯიბრი (სკეიტ პარკი)

13:30 სთ -  „რუსთაველია და გავიცნოთ“ (ოთხ შადრევანთან)

13:30 სთ -  ყვავილების ფესტივალი (ოთხ შადრევანთან)

13:30 სთ -  რუსთაველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა (ოთხ შადრევანთან)

13:30 სთ-  ფოტოგამოფენა „დამოუკიდებლობიდან(ოთხ შადრევანთან)

13:45 სთ-  ფრენბურთი და კალათბურთის თამაში ნებისმიერი მსურველისთვის (სპორტული მოედნები)

14:00 სთ -  ლარპი -საბრძოლო არენა ხმლებით და ფარებით. (ღონისძიებაში მონაწილეობა ნებისმიერი მსურველისთვის იქნება შესაძლებელი) ჩატარდება ტურნირი ერთი-ერთზე და სამი-სამზე. (4 შადრევანსა და ამფითეატრს შორის)

 

14:00 სთ

1) წიგნების კუთხე,

2) შეჯიბრი ,,რა სად როდის?’’

3) ჭადრაკი (ამფითეატრის მიმდებარედ)

 

 

14:10 სთ  - ფლეშმობი (პირველი შადრევანი)

15:00 სთ  - საბავშვო პროგრამა: სახის მოხატვა, ანიმაციური გმირები (სათამაშო მოედნის მიმდ. ტერიტორია)

15:10 სთ- ქორეოგრაფიული კონცერტი: ,,სალხინო’’, ,,მე რუსთველი’’ (ამფითეატრი)

17:00 სთ - ფლეშმობი (პირველი შადრევანი)

17:10 სთ- 1918 წლის სივრცე - პირდაპირი  ჩართვა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლიდან, ხელმძღვანელი პირების მისალმება, საზეიმო სიტყვა -ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი - ინსცენირებული წარმოდგენა (ამფითეატრი და მიმდ. ტერიტორია).

 

19:30 სთ -კონცერტი

მონაწილეობენ: ანსამბლი ,,სალხინო’’, ,,თუთარჩელა’’, მომღერალი ბაკო ალანია ბენდთან ერთად, მუსიკალური ჯგუფები - ,,გრუვერსი’’, ,,გროსოქტეტი’’, ,,ბისაიდსი’’, DJ.

 

ქალაქი საქართველოს დროშებითა და სხვა პოლიგრაფიული მასალებით გაფორმდება. შემოსასვლელიდან სასტუმრო რუსთავამდე, არსებულ შუაგამყოფ ზოლზე დამონტაჟებულ ლაითბოქსებში თემატური ფოტომასალა და სხვადასხვა აპლიკაცია განთავსდება, შუაგამყოფ ზოლსა და ცენტრალურ ხიდზე, გარე განათების ბოძებზე დამონტაჟდება საქართველოს დროშები. თემატური აპლიკაციებით გაფორმდება რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის ფასადიც.

2018-05-24

ნავიგაცია