Image

რუსთავის აა(ი)პ „საბიბლიოთეკო გაერთიანების“ ინიციატივითა და ორგანიზებით, ქალაქის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში პროექტის „ჩვენი სტუმარი“-ის ფარგლებში, მწერლის ნინო სპანდერაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე მიწვეულ სტუმართა შორის იყვნენ, ქართველი ემიგრანტები, დიდი ბრიტანეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.
სტუმრებმა წარმოადგინეს ემიგრანტული პოეზია და დამსწე საზოგადოებას საქართველოდან შორს შექმნილი საკუთარი ლექსები გააცნეს. ღონისძიებას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, ნინო ქავთარაძე და დავით რეხვიაშვილი, ასევე საკრებულოს წევრები, ამირან ჯანჯღავა, ბონდო მამულაშვილი და გიორგი ტუხაშვილი ესწრებოდნენ. 

2018-05-30

ნავიგაცია