Image

რრუსთავის მერის ინიციატივით და ა(ა)იპ ,,სახელოვნებო, სპორტის და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ცენტრის თანამშრომლები, სპორტსმენები და მოხალისეებიკიდევ ერთხელ ჩაერთნენ. 
აქციაში მონაწილეობის მიღების მსურველი ახალგაზრდები დილიდან ლესელიძის ქუჩაზე შეიკრიბებნენ. მათ აღნიშნულ და მიმდებარე ქუჩებზე მდებარე საცხოვრებელი სახლების ეზოები და სარდაფები, მიწისგან, ტალახისა და ქვა-ღორღისგან დაასუფთავეს. 
2 ივნისს მოსული უხვი ნალექისა და ღვარცოფის გამო, რუსთავში ცენტრალური ქუჩები, საცხოვრებელი სახლების სარდაფები და კომერციული ობიექტები დაიტბორა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა მესხიშვილის, ლეონიძის, ლესელიძისა და ტაბიძის ქუჩებზე იყო შექმნილი.

2018-06-13

ნავიგაცია