Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარის, გურამ ფირცხალაიშვილის ხელმძღვანელობით, საკრებულოს სხდომათა დარბაზში ფრაქციის სხდომა გაიმართა. 
სხდომას პარტია „მრეწველების“ ლიდერი გოგი თოფაძე, თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე და თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარე ლადო ძნელაძე დაესწრნენ და დეპუტატებს, პარტიის სამომავლო გეგმა და ამოცანები გააცნეს.
პარტია „მრეწველების“ თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძემ რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ საქმიანობა დადებითად შეაფასა. 
პარტია „მრეწველები“ უფრო მეტ კორდინაციას და მჭიდრო კავშირის ვგეგმავთ რეგიონებში თვითმმართველობებში მოქმედ ფრაქციებთან, ამ მიზნით, დღეს ჩვენ შეხვედრა გვქონდა რუსთავის და გარდაბანის სკარებულოებში,“- განაცხადა პარტია „მრეწველების“ თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძემ, რუსთავის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ დღეს გამართულ სხდომაზე.

2018-06-13

ნავიგაცია