Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი ესწრებოდა, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ სამ ძირითად საკითხზე იმსჯელეს.
კომისიის სხდომას საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, გრიგოლ ვეფხვაძე უძღვებოდა. სხდომაზე, დადებითად გადაწყდა, რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეღავათების“ პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცებისა და „საზოგადოებრი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის“ განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, საკითხები.
კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით წარმოდგენილი საკითხები, შემდგომი განხილვისთვის, საკრებულოს ბიუროს გადაეცა.

2018-06-13

ნავიგაცია