Image

დღეს რუსთავის შშმ პირთა ცენტრს 11 წელი შეუსრულდა. იუბილე დღის ცენტრის აღსაზრდელებმა პატარა წარმოდგენით აღნიშნეს. ღონისძიებას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში გიორგი ბეგაძე და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი ესწრებოდნენ. ირაკლი ტაბაღუამ ცენტრის თანამშრომლებს იუბილე მიულოცა და მადლობის სიგელი გადასცა. 
რუსთავის შშმ პირთა დღის ცენტრი 2007 წელს დაარსდა. დაწესებულების თანამშრომლები კვალიფიციურ თერაპიულ და ფსიქოლოგიურ მომსახურებას უწევენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სხვადასხვა ასაკის ადამიანებს. რუსთავის შშმ პირთა ცენტრს ქალაქის მერია აფინანსებს, ცენტრის ადმინისტრაცია აქტიურად თანამშრომლობს დონორ ორგანიზაციებთან. ,,აღმოსავლეთ ევროპის საპროექტო ჯგუფს“ რუსთავის შშმ პირთა დღის ცენტრში 6 სხვადასხვა სახის სოციალური პროექტი აქვს განხორციელებული, მათ შორის ერთ-ერთი, დაწესებულების ბაზაზე არსებული საცხობია, სადაც შშმ პირები არიან დასაქმებულნი. დღეისათვის რუსთავის შშმ პირთა ცენტრში, განსაკუთრებული საჭიროების მქონე 160 ადამიანი გადის რეაბილიტაციას.

 

2018-06-13

ნავიგაცია