Image

მომავალი სასწავლო წლისთვის, ,,რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების“ ოცდაერთივე ფილიალის აღსაზრდელებს, ბაღებში ახალი სათამაშოები დახვდებათ. რუსთავის ბაგა-ბაღებისთვის, 121 300 ლარის ღირებულების საბავშვო-გასართობი ინვენტარი ქალაქის მერიამ უკვე შეიძინა. სათამაშოების შესყიდვა ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელდა. სატენდერო პირობებში სრულად იყო გათვალისწინებული ბავშვთა ასაკობრივი თავისებურებები და კოგნიტური უნარების განვითარების აუცილებლობა.
პატარებისთვის შეძენილ თითოეულ ნივთს, ახლავს შესაბამისი ლაბორატორიული დასკვნა და სერთიფიკატი.
ა.ა.ი.პ ,,რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანება“ 21 ფილიალს აერთიანებს. რბილი ინვენტარით, სამზარეულოს ჭურჭლით, საწოლებით და სხვა აუცილებელი ნივთებით ბაგა-ბაღების აღჭურვა გასულ სასწავლო წელს მოხდა.

2018-06-14

ნავიგაცია