Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც წინ ბიუროს სხდომა უძღვოდა.

სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან ონიანი უძღვებოდა, დეპუტატებმა დღის წესრიგით გთვალისწინებულ 6 ძირითად საკითხზე იმსჯელეს.

 საკრებულომ დაამტკიცა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ,,შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ განხორციელების წესი.

აგრეთვე დამტკიცდა რუსთავის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების ძირითადი საშუალებების გასხვისების, სარგებლობის უფლებით გადაცემის, გადაცემისას ქირის საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესი და ცვლილება შევიდა ა(ა)იპ ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის“ 2018 წლის პროგრამაში.

საკრებულოს წევრების გადაწყვეტილებით, ახალგაზრდული საკითხების შემსწავლელ დროებით სამუშაო ჯგუფს განსაზღვრული უფლებამოსილების ვადა ერთი თვით გაუხანგრძლივდა. 
დღევანდელ სხდომაზე წარმოდგენილი სხვა საკითხებიც საკრებულოს წევრთა ხმათა უმრავლესობით, დადებითად გადაწყდა.

სხდომას მერიის აპარატის უფროსი, ნინო ნიკოლავა, მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის მოადგილე, გია ანთაური და ა(ა)იპ ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის“ დირექტორი, დავით ბეგაშვილი ესწრებოდნენ.

2018-06-14

ნავიგაცია