Image

რუსთავში უსახური კონსტრუქციების დემონტაჟი გრძელდება. 
ამჯერად კონსტრუქციების დემონტაჟი მოქალაქეებმა საკუთარი ინიციატივითა და ძალებით თბილისის ქუჩის #26 ბინის ტერიტორიაზე განახორციელეს. ადგილობრივებმა ეზოში განთავსებული უსახური კონსტრუქციები დაშალეს. 
რუსთავში ეზოებში უკანონო უსახური კონსტრუქციების დემონტაჟი მარტის თვეში დაიწყო. 
მოსახლეობამ საკუთარი სურვილით მე-12 მიკრორაიონის #7,#8, #9 საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში ათზე მეტი ფარეხი აიღო, რომლის ადგილზეც რუსთავის მერია უახლოეს პერიოდში მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების განხორციელებას დაიწყებს.

2018-06-14

ნავიგაცია