Image

რუსთავის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ტრანსპორტის საკითხების შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომაზე, რომელსაც სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე, გურამ კვარაცხელია უძღვებოდა, რუსთავ-თბილისის მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო მარშრუტებზე არსებული პრობლემების შესახებ იმსჯელეს.

დღევანდელ სხდომაზე სამუშაო ჯგუფის წევრებმა შპს ,,ინტერტრანსის“ დირექტორის მოადგილეს, თენგიზ სანიკიძეს მოუსმინეს, რომელმაც კომპანიის პრობლემებსა და გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება და დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

სხდომას მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების და ტრანსპორტის სამსახურში, ტრანსპორტის მართვის და კონტროლის განყოფილების უფროსი, დავით გიორგაძე და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მალხაზ კომლაძე ესწრებოდნენ.

 

2018-06-14

ნავიგაცია