Image

რუსთავის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით იშხნელმა და სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ამირან ჯანჯღავამ აქციაში -,,გაიღე სისხლი - აჩუქე სიცოცხლე" მონაწილეობა მიიღეს.
აქციას, საკრებულოს აპარატის თანამშრომლებიც შეუერთდნენ. მათ, აქციის ფარგლებში, ქალაქის სისხლის გადასხმის ცენტრში, სამდიცინო შემოწმება გაიარეს და სისხლიც გაიღეს. 
სისხლის ჩაბარების აქცია ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სამცენიერო კვლევითი ინსტიტუტის ინიციატივით, რუსთავის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით მოეწყო. 
უანგარო დონაციის აქცია - ,,გაიღე სისხლი - აჩუქე სიცოცხლე"" ქვეყნის მასშტაბით, პერმანენტულად იმართება და საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირებას ისახავს მიზნად. 
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, სისხლის რეგულარული უანგარო დონორი საქართველოს მოსახლეობის 1% რომ გახდეს, ქვეყანას მუდმივად და სტაბილურად ექნება უსაფრთხო და საკმარისი რაოდენობის სისხლის მარაგები.

2018-06-14

ნავიგაცია