Image

რუსთავის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს საერთაშორისო ურთიერთობების შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის პირველი სხდომა გაიმართა. 
სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე გიგა ჯღარკავა უძღვებოდა, დეპუტატებმა და მოწვეულმა პირებმა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს. 
შეხვედრაზე, განისაზღვრა სამუშაო ჯგუფის სტრატეგია და ქალაქის საერთაშორისო პოლიტიკა. ასევე, საუბარი შეეხო ქალაქის ტურისტული პოტენციალის ამაღლების მიზნით, საზღვარგარეთ ქართულ სათვისტომოებთან, დამეგობრებულ ქალაქებთან და ქვეყანაში მოქმედ საელჩოებთან ურთიერთანამშრომლობის გააქტიურებას.

2018-06-14

ნავიგაცია