Image

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის, რიგით №16 სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ამირან ჯანჯღავა უძღვებოდა, კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორ ძირითად საკითხზე იმსჯელეს.

დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ა(ა)იპ ,, საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებისთვის არასამეწარმეო (არაკომერციული) იუიდიული პირის დაფუძნებაზე თანხმობის მიცემის შესახებ საკითხის ბიუროს სხდომაზე გატანას.

კომისიის გადაწყვეტილებითვე, დადებითი რეკომენდაცია მიეცა ,,რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების, პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის საკითხს, რაც მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში ერთი შტატის გაუქმებასა და დარჩენილი ეკონომიების სამ საშტატო ერთეულზე გადანაწილებას ითვალისწინებს.

კომისიის სხდომას ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, ნინო ნიკოლავა და ა(ა)იპ ,,საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების“ ხელმძღვანელი, ეკა ხუციშვილი ესწრებოდნენ. 

2018-06-21

ნავიგაცია