Image

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ, კომისიის თავმჯდომარე გრიგოლ ვეფხვაძის ხელმძღვანელობით, მორიგი სხდომა გამართა.

სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორ საკითხზე - მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M3 კატეგორიის ავტობუსით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფის განსაზღვრისა და ა(ა)იპ ,,სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის“ 2018 წლის პროგრამაში ცვლილებების შეტანის შესახებ იმსჯელეს.

კომისიის ხმათა უმრავლესობით, ავტობუსით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფის განსაზღვრის შესახებ საკითხი უკეთ შესწავლის მიზნით, გადაიდო, ხოლო მეორე საკითხს, ბიუროს სხდომაზე გასატანად დადებითი რეკომენდაცია მიეცა. 

კომისიის სხდომას მერიის აპარატის უფროსი, ნინო ნიკოლავა ესწრებოდა.

2018-06-21

ნავიგაცია