Image

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ფრაქცია ,,ქართული ოცნება-მწვანეების“ სხდომა გაიმართა.

სხდომაზე, რომელსაც ფრაქციის თავმჯდომარე, ბონდო მამულაშვილი უძღვებოდა, ფრაქციის პრიორიტეტებზე, გამწვანებისა და ეკოლოგიის მიმართულებით ქალაქში არსებულ გამოწვევებსა და მათი ერთობლივად გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა პროცესში საზოგადოების ჩართულობასა და სპეციალისტების გამოცდილების გაზიარების აუციელებლობას.

სხდომას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან ონიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ნინო ქავთარაძე, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, გრიგოლ ვეფხვაძე და საკრებულოს იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი, არჩილ ძამაშვილი ესწრებოდნენ. როგორც ფრაქციის თავმჯდომარე, ბონდო მამულაშვილმა განაცხადა, ფრაქცია სამუშაო სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას უახლოეს მომავალში წარმოადგენს

2018-07-04

ნავიგაცია