Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან ონიანი, გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშით წარსდგა, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალური თეატრის მცირე დარბაზში.

ანგარიშის მოსმენას, ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები, ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენელები ესწრებოდნენ.

ლევან ონიანმა ვრცლად ისაუბრა საკრებულოში გამართულ სამუშაო ჯგუფების, ფრაქციების და დარგობრივი კომისიების საქმიანობაზე. რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ ,დამსწრე საზოგადოებას გააცნო საკუთარი ინიციატივები და ხედვები.
2018 წლის მე-6 მოწვევის საკრებულო, მაქსიმალურად თანამშრომლობს არასამთავრობო სექტორთან. 

როგორც ლევან ონიანმა განაცხადა:
„ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობა. ღია მმართველობა და გამჭვირვალობა არის ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი, ამიტომ, გადავწყვიტეთ მოგვეფიქრებინა ურთიერთანამშრომლობის ისეთი ფორმა, რომელიც იქნებოდა გარანტი საზოგადოებრივ ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკისა. ჩვენ გვყავს რუსთავში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც ჩართულია მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში.“

მომხსენებლის თქმით, საანგარიშო პერიოდში, რუსთავში აქტიურად მიმდინარეობდა სპორტული მოედნების და სკვერების მოწყობა, გადაიხურა სტიქიის შედეგად დაზიანებული 42 საცხოვრებელი კორპუსი, მიმდინარეობს მშვიდობის ქუჩის რეაბილიტაცია.
საკრებულოს თავმჯდომარის, ლევან ონიანის ანგარიშის დასკვნითი ნაწილი, 2018 წელს რუსთავში დაგეგმილ და მიმდინარე ინფრასრუქტურულ, სოციალურ, გამწვანება-განაშენიანების პროექტებს ეხება.

2018-07-07

ნავიგაცია