Image

სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის II ფორუმი ყვარელის მუნიციპალიტეტში გაიმართა. ღონისძიებას, რომელიც ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან ონიანი ესწრებოდა. აღნიშნული ღონისძიება პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე , ზაზა გაბუნიამ გახსნა . მისი თქმით ,ფორუმის მიზანს ევროპული პრაქტიკის გათვალისწინება და იმ მოდელების ჩამოაყალიბება წარმოადგენს,რომელიც საჭიროა თვითმართველობის სისტების კიდევ უფრო ეფექტურად ფუნქციონირებისთვის. ფორუმის ფარგლებში, სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო შიდა ფინანსების კონტროლის რეფორმაზე , თვითმართველობებზე უფლებამოსილებების გადაცემაზე(სასკოლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა/რეაბილიტაცია), ახალგაზრდულ პოლიტიკაზე ,მოქალაქეთა ჩართულობასა და სახელმწიფო და მუნიციპალური ქონების საკითხების დეცენტრალიზაციის რეფორმაზე იმსჯელეს. ფორუმში მონაწილეობა პარლამენტის წევრებმა , სამინისტროების წარმომადგენლებმა და მუნუციპალიტეტების საკრებულოს თავმჯდომარეებმა მიიღეს. ფორუმის მხარდამჭერები არიან : გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP) , ეროვნული-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) . საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) და World Vision. ღონისძიება გაიმართა ,შვეიცარიის,ავსტრიის და დანიის მთავრობების და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ( USAID) ფინანსური ხელშეწყობით. 

2018-07-10

ნავიგაცია