Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ ინიციატივით, ქალაქის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ფრაქციის წევრთა და ქვემო ქართლის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის რეგიონალურ სამმართველოს პირველ პირებს შორის, საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე, ქალაქში შექმნილი ეკოლოგიური და გამწვანების კუთხით არსებული ვითარება მიმოიხილეს და ასევე იმსჯელეს , სამომავლო პერსპექტივებსა და გამოწვევებზე. შეხვედრას მუნიციპალიტეტის მეექვსე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან ონიანი, ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ ხელმძღვანელი, ბონდო მამულაშვილი და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

2018-07-11

ნავიგაცია