Image

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გენდერული თანასწორობის საბჭოს რიგით №2 სხდომა გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე უძღვებოდა და საბჭოს წევრები ესწრებოდნენ. სხდომაზე წარმოდგენილი იყო გენდერული საბჭოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა, სხდომაზე ასევე განისაზღვრა საბჭოს პრიორიტეტები: გენდერთან მიმართებაში საზოგადოების ცნობიერების ამაღებაზე ზრუვნა და კვლევები.

საბჭოს ერთ-ერთ ძირითად მიზნად დაისახა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში შექმნილი გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის მდგრადი ინსტიტუციური,სამართლებრივი და ორგანიზაციული მექანიზმების ამოქმედება. საბჭო ასევე იმუშავებს ისეთ აქტუალურ თემებზე როგორიცაა:ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობა,ადრეული ქორწინება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, მოხუცებულთა,ბავშვთა და სხვა სამიზნე ჯგუფებთან მუშაობა.

საბჭოს მხრიდან გაიცა რეკომენდაციები მერიის შესაბამისი სამსახურების მიმართ, საბჭოს პრიორიტეტების და საჭიროებების მიხედვით.

2018-07-27

ნავიგაცია