Image

რუსთავის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ტრანსპორტის საკითხების შემსწავლელი დროებით სამუშაო ჯგუფის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც ჯგუფის თავმჯდომარე გურამ კვარაცხელია უძღვებოდა.
სხდომაზე, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტრანსპორტის სამსახურის, ტრანსპორტის მართვისა და კონტროლის განყოფილების ხელმძღვანელმა, დავით გიორგაძემ და შიდა საქალაქო სატრანსპორტო საშუალებების გადამზიდავი ფირმების ხელმძღვანელმა პირებმა, მგზავრთა გადაზიდვის და მომსახურების სფეროში არსებულ პრობლემებზე და მისი მოგვარების გზებზე ვრცლად ისაუბრეს. როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, შიდა საქალაქო გადამზიდავ ფირმებს, რიგ პრობლემატურ საკითხებთან ერთად, ბოლო პერიოდში მგზავრთა ნაკადის სიმცირით გამოწვეული პრობლემებიც დაემატა, რაც პირდაპირ ისახება გადამზიდავი კომპანიის შემოსავალზე და ავტოტრანსპორტის მდგომარეობაზე.
რუსთავში სატრასპორტო სფეროში მოქმედი გადამზიდავი ფირმებისთვის პრობლემის აღმოფხვრის გზებზე თავისი ხედვა წარმოადგინა, ტრანსპორტის საკითხების შემსწავლელი დროებით სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე გურამ კვარაცხელიამ. მანვე, დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია თბილისი-რუსთავს შორის მოძრავი მინივენების ახალი რეგულირების საკითხზე. გურამ კვარაცხელიას ინფორმაციით, აგვისტოდან თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოძრავი მინივენებისთვის, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, წესდება ლიცენზიის აღების ფორმა.
კომისიის სხდომაზე, კომპანია „ინტრეტრანსში“ არსებულ მდგომარეობაზე, ისაუბრა და კომისიის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა, ტრანსპორტის მართვისა და კონტროლის განყოფილების ხელმძღვანელმა დავით გიორგაძემ. მისი თქმით, კვირაზე მეტია გადამზიდავ კომპანიაში მიმდინარეობს მონიტორინგი, რაც ითვალისწინებს, სამარშუტო ტაქსების ვიზუალური მდგომარეობის, შიდა ინტერიერის, სავარძლების რაოდენობის და მოძრაობის გრაფიკის კონტროლს.
ტრანსპორტის საკითხების შემსწავლელმა დროებითმა სამუშაო ჯგუფმა, გარკვეული რეკომენდაციები მისცა, მგზავრთა ნაკადის გაზრდისა და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, სხდომაზე მყოფ შიდა საქალაქო მარშრუტებზე მოძრავ გადამზიდავ ფირმებს.

2018-07-30

ნავიგაცია