Image

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მოადგილე გოჩა ლორიასთან ერთად საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალურ მდივანს ნინო ოსეფაიშვილსა და ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. 
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა იმ სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს, რომლის განხორციელებაც ერთობლივად, ურთიერთთანამშრომლობით იქნება შესაძლებელი და ორიენტირებულია მოქალაქეების კეთილდღეობაზე. 
წითელი ჯვრის საზოგადოება რუსთავში მოსახლეობის გარკვეული სეგმენტისთვის უფასო სამედიცინო მომსახურების დანერგვას გეგმავს.

ირაკლი ტაბაღუამ სტუმრებს ორგანიზაციის 100 წლის იუბილე მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

2018-08-08

ნავიგაცია