Image

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა მეუღლესთან ერთად, ქალაქის ისტორიულ მუზეუმში, რუსეთ-საქართველოს ომის მეათე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიების ფარგლებში, მუზეუმის ეზოში, აგვისტოს ომის ამსახველი ფოტომასალის, რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპული რუსთაველი გმირების ფოტოებისა და მათი პირადი ნივთების გამოფენა, სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანზე კი გარდაცვლილი სამხედროების ცხოვრების ამსახველი ვიდეორგოლის ჩვენება მოეწყო.

ღონისძიებას რუსთაველი გმირების ოჯახის წევრები, ქალაქის მერის პირველი მოადგილე დავით კეკელიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე, სამხედრო მოსამსახურეები და ვეტერანები დაესწრნენ.

მემორიალურ საღამოს მუსიკალურად აფორმებდნენ რუსთავის კამერული ორკესტრი და ანსამბლი „ფიროსმანი“.

2018-08-09

ნავიგაცია