Image

რუსთავის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომათა დარბაზში, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის, რიგით №15 სხდომა გაიმართა.

სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გოჩა ჯანგიძე უძღვებოდა, კომისიის წევრებმა 
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პროვატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ იმჯელეს. 
აგრეთვე განიხილეს საკითხები პირობით გამოცხადებული აუქციონის ხელეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დადასტურებაზე თანხმობის მიცემისა და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დარღვევის გამოსასწორებელი ვადის განსაზღვრისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები კომისიის სხდომაზე მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის მოადგილე, გია ანთაურმა წარადგინა.

კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით, წარმოდგენილ საკითხებს ბიუროს სხდომაზე გასატანად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.

2018-08-09

ნავიგაცია