Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის №20 სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, გრიგოლ ვეფხვაძე უძღვებოდა.

კომისიის წევრებმა, დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორ ძირითად საკითხზე იმსჯელეს. დადებითი რეკომენდაცია მიეცა და ბიუროს გადაეცა განსახილველად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2017 წლის 20 დეკემბერის N4 დადგენილებაში ცვილებების შეტანის საკითხი. ასევე, ცნობად იქნა მიღებული 2018 წლის 6 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში.

სხდომას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ნინო ქავთარაძე ესწრებოდა.

კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები ,მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა, ლევან კავთიაშვილმა წარადგინა.

2018-08-09

ნავიგაცია