Image

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან ონიანის ხელმძღვანელობით, საკრებულოს რიგით №10 სხდომა გაიმართა, რომელსაც წინ ბიუროს სხდომა უძღვოდა.

დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 11 საკითხზე იმსჯელეს.

სხდომაზე საკრებულოს წევრებმა განიხილეს და დაამტკიცეს 2018 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები, რომელიც დეპუტატებს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა,ლევან კავთიაშვილმა წარუდგინა.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, მიღებულ იქნა განკარგულება 2018 წლის საპრეზიდნეტო არჩევნებისათვის რუსთავის ტერიტორიაზე სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ.
მიღებული სამართლებრივი აქტით, განისაზღვრა როგორც სააგიტაციო მასალების განთავსებისთვის გამოყოფილი ადგილები, ისე იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, რომელზეც აკრძალულია მათი განთავსება.

აგრეთვე, განკარგულების მიხედვით, ქალაქის ესთეტიკური ღირებულებებისა და იერსახის დაცვის მიზნით, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული სააგიტაციო მასალების გათავსებისთვის განისაზღვრა საცხოვრებელი კორპუსების შიდა ეზოებში არსებული გარე განათების ბოძები.

საკრებულომ მოიწონა განკარგულების პროექტი, რომლითაც რუსთავში №8 და №25 საბავშვო ბაღების გამაგრება-გაძლიერების სამუშაოების განხორციელება იგეგმება. ასევე დამტკიცდა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმა.

სხდომაზე დეპუტატებმა აგრეთვე განიხილეს საკითხები პირობით გამოცხადებული აუქციონის ხელეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დადასტურებასა და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დარღვევის გამოსასწორებელი ვადის განსაზღვრისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.

საკრებულოს წევრებმა ასევე კენჭი უყარეს ,,რუსთავის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს №226 დადგენილებაში ცვლილებების შეტანისა და შპს ,,სან რაის ჰაუსის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ საკითხებს.

2018-08-09

ნავიგაცია