Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ტუხაშვილმა მოქალაქეთა მორიგი მიღება, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მალხაზ კომლაძესა და რუსთავის მერის წამომადგენელთან ძველი რუსთავის სახელობის ადმინისტრაციულ ერთეულში ირაკლი მდივანთან ერთად გამართა. 
ხელისუფლების წევრებმა, ძველი რუსთავის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების პრობლემები მოისმინეს და განიხილეს. შეხვედრაზე ძირითადად უბნებში არსებულ ინფრასტრუქტურულ საკითხებზე გამახვილდა ყურადღება.
მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ტუხაშვილმა დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა, რომ შიდაკვარტალური გზების რეაბილიტაცია და ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს რიგ ქუჩებზე, ხოლო გზების სრული რეაბილიტაცია ძველი რუსთავის ადმინისტრაციულ ერთეულში 2019 წელს დასრულდება. „ ასე რომ არ დარჩება არცერთი ქუჩა, სადაც არ მოხდება კომუნიკაციების შეცვლა და შიდა გზებზე ასფალტის დაგება“,- განაცხადა შეხვედრაზე გიორგი ტუხაშვილმა.
მსგავსი ფორმატის შეხვედრები მოსახლეობასთან, ადმინისტრაციულ ერთეულში რეგულარულად იმართება. მაჟორიტართან მოქალაქეთა მიღებაზე მსურველებს შეუძლით ჩაეწერონ, როგორც მერიაში ასევე ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში.

2018-09-12

ნავიგაცია