Image

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, დავით აღმაშენებლის სახელობის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი გიგა ჯღარკავა და მერის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში, ლაშა ბუცხრიკიძე, ამავე სამაჟორიტრო ოლქის მოსახლეობას შეხვდნენ. 
შეხვედრაზე საკრებულოს თავმჯდომარემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა, ოლქში მიმდინარე და სამომავლოდ განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე გამოიკვეთა რამდენიმე გადაუდებლად მოსაგვარებელი საკითხი. მოსახლეობამ ყურადღება გაამახვილა, მეცხრამეტე მიკრო რაიონის, მეცხრე კორპუსის წინ, ავტომობილებისთვის წრიული მოედნის არსებობის საჭიროებაზე, ასევე, საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებასა და მწყობრიდან გამოსული გარე განათების აღდენაზე. 
საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, პრობლემური საკითხების შესწავლას და კომპეტენციის ფარგლები, მათ მოგვარებას შეეცდებიან. მსგავსი ფორმატის შეხვედრები მოსახლეობასთან სისტემატიურად მიმდინარეობს და სამომავლოდაც იგეგმება.

2018-09-12

ნავიგაცია