Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს ახალგაზრდული საკითხების შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, გიორგი ჭანტურია ახალგაზრდული გაერთიანების ,,Young Creators” წარმომადგენლებს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ქალაქის განვითარებისა და ახალგაზრდობის ხელშეწყობის მიზნით ,,Young Creators”-ის წარმომადგენლებმა გიორგი ჭანტურიას საკუთარი იდეები და ინიციატივები გააცნეს.

თავის მხრივ, დროებითი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ქალაქის განვითარების პროცესში ახალგაზრდების მეტი ჩართულობისა და მათი იდეების სწორი მიმართულებით გამოყენების აუცილებლობას.

საკრებულოს ახალგაზრდული საკითხების შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფი მსგავსი ფორმატის შეხვედრებს სისტემატიურად გეგმავს, სადაც ქალაქის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა იდეებსა და ინიციატივებზე იმსჯელებენ.

2018-09-12

ნავიგაცია