Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხებისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიების სხდომა გაიმართა, სადაც კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ხუთ ძირითად საკითხზე იმსჯელეს.
კომისიის წევრებმა განიხილეს და განისაზღვრა, ქალაქ რუსთავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით შ.პ.ს. „რტც“ -თვის სარგებლობის საფასური, ასევე თანხმობა მიეცა შ.პ.ს. „ფოლადკონსტრუქციას“ 2013 წელს 6 სექტემბერს თვითმმართველ ქალაქ რუსთავთან გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტას.
კომისიამ იმსჯელა ს.ს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობის უფლების გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ, შემდგომში აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე კომპანიის მომსახურების ცენტრის მშენებლობის მიზნით, ასევე იმსჯელეს აღნიშნული მიწის ნაკვეთისთვის, განაშენიანების გენერალური გეგმის მიხედვით, ზონირების ცვლილების საკითხზე.
საკითხი, კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, შემდგომი განხილვისთვის საკრებულოს ბიუროს გადაეცა.

2018-09-13

ნავიგაცია