Image

რუსთავის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს თავმჯდომარის ლევან ონიანის ხელმძღვანელობით, საკრეულოს რიგითი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ექვს ძირითად საკითხზე იმსჯელეს.
დეპუტატებმა განიხილეს და განისაზღვრა, ქალაქ რუსთავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით შ.პ.ს. „რტც“ -თვის სარგებლობის საფასური, ასევე თანხმობა მიეცა შ.პ.ს. „ფოლადკონსტრუქციას“ 2013 წელს 6 სექტემბერს თვითმმართველ ქალაქ რუსთავთან გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტას.
საკრებულომ იმსჯელა ს.ს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობის უფლების გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ, შემდგომში აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე კომპანიის მომსახურების ცენტრის მშენებლობის მიზნით, ასევე იმსჯელეს აღნიშნული მიწის ნაკვეთისთვის, განაშენიანების გენერალური გეგმის მიხედვით, ზონირების ცვლილების საკითხზე. აღნიშნული საკითხები სხდომაზე, მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის მოადგილე გია ანთაურმა წარადგინა. 
საერთაშორისო ურთიერთობების შემსწავლელ დროებით სამუშაო ჯგუფს, მომხსენებლის, საკრებულოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის, არჩილ ძამაშვილის განცხადებით, ერთი თვით გაუგრძელდა უფლებამოსილების ვადა.
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა, იმსჯელეს და მხარი არ დაუჭირეს იაღლუჯის ფერდობზე, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 20 ჰექტარი მიწის ნაკვეთის კერძო პირზე, გიორგი ონიანისთვის საკუთრებაში გადაცემის საკითხს.
როგორც სხდომაზე გახდა ცნობილი, საქართველოს პროკურატურის დადგენილებით, გიორგი ონიანი, ცნობილ იქნა როგორც დაზარალებული პირი და დადგენილების საფუძველზე სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ეცნობა პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც ქონების ეროვნულმა სააგენტომ გადაწყვეტილების აღსრულების განხილვის მიზნით, წერილობით მიმართა რუსთავის მუნიციპალიტეტს მერიას, როგორც მიწის ნაკვეთის მის საკუთრებაში არსებულ პირს. 
დღესვე, საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა, ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ ინიცატივაზე იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს წინადადებას, რათა აღმასრუალებელმა ორგანომ, მერიამ, კანონით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების დაცვით, მიმართოს სათანად ორგანოებს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იაღლუჯის ფერდობის, 130 ჰექტარი მიწის ნაკვეთის, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოცემის თაობაზე. ფრაქციის თავმჯდომარის ბონდო მამულაშვილის განცხადებთ, აღნიშნულ ტერიტორიაზე წლების განმავლობაში რიგი გარემოსდაცვითი აქტივობები განხორციელდა, იგეგმება სარწყავი სისტემის მოწყობა და იაღლუჯის ფერდობის განაშენიანების პროექტის განხორციელება.
 
 
 
 

2018-09-13

ნავიგაცია