Image

რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში არსებულ ტბაზე საქართველოს ღია ჩემპიონატი გაიმართა კანოე-კაიაკში. შეჯიბრში საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან 50-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. ღია პირველობა სამ ასაკობრივ ჯგუფში 200 და 500 მეტრიან დისტანციაზე ჩატარდა. საპრიზო ადგილების მფლობელები მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
სპორტულ ღონისძიებას რუსთავის მერის მოადგილეები ლაშა ლობჯანიძე, ნოდარ შეროზია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
სპორტული ღონისძიება საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და რუსთავის მერიის ა(ა)იპ სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.

 
 

2016-05-26

ნავიგაცია