Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს ახალგაზრდული საკითხების შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა, რომელსაც სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ჭანტურია უძღვებოდა.

შეხვედრაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი ესწრებოდა, ახალგაზრდული გაერთიანების ,,YOUNG CREATORS“ მიერ შექმნილი სამოტივაციო კლიპის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ახალგაზრდებს ქალაქის საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდებს.

ლევან ონიანმა დადებითად შეაფასა ,,YOUNG CREATORS“ -ის ნამუშევარი და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ახალგაზრდების მონაწილეობის მნიშვნელობას ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე განხორციელებულ საქმიანობებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მისი თქმით, საკრებულო ახალგაზრდული ორგანიზაციების მხარდაჭერას აგრძელებს, განსაკუთრებით ისეთი პროექტების, სადაც ახალგაზრდების ინიციატივები, იდეები და მათ მიერ დანახული პრობლემატიკა იქნება ასახული.

სხდომაზე მონაწილე მხარეებმა ახალი ინიციატივები გააჟღერეს, რაც ქალაქში სამოქალაქო აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში ახალგაზრდების ჩართვას, აგრეთვე ახალგაზრდობასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ურთიერთანამშრომლობის გაზრდას ითვალისწინებს.

 

2018-10-03

ნავიგაცია