Image

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის 
სამინისტრომ ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების173 წარჩინებული მოსწავლე პერსონალური კომპიუტერებით დააჯილდოვა. 
საჩუქარი იმ მოსწავლეებს გადასცეს, რომელთაც 2017-2018 სასწავლო წელს საბაზო საფეხური წარმატებით გადალახეს და მათი საფეხურის ნიშანი დამრგვალების გარეშე 10 ქულაა.

წარჩინებულ მოსწავლეებს, რომელთა შორის 70 რუსთაველია, პერსონალური კომპიუტერები რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა და სსიპ ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს’’ დირექტორის მოადგილე გიორგი შალუტაშვილმა მე-4 საჯარო სკოლაში გადასცეს.

ღონისძიებას რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი თამარ ხეჩიკაშვილი, პედაგოგები, მშობლები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

მოსწავლეთა წახალისების პროექტის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, წელს კომპიუტერით სულ 2971 მოსწავლე დაჯილდოვდება. 
პროგრამის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.

2018-10-05

ნავიგაცია