Image

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა მერიის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად, სუმგაითელი მეტალურგების ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. 
ქალაქის მერმა მოსახლეობას აღნიშნულ ქუჩაზე, 
ავტოტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა გააცნო.

სუმგაითელი მეტალურგების ქუჩაზე, საავტომობილო მოძრაობის განტვირთვის თხოვნით, რუსთავის მერს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მიმართეს. მათი თქმით, მონაკვეთზე საცხოვრებელი სახლები ავარიულია და დიდი სატრანსპორტო მოძრაობის პირობებში ნგრევის საფრთხე იზრდება.

მოსახლეობისთვის წარდგენილი პროექტი კიდევ ერთხელ დამუშავდება და მხოლოდ მას შემდეგ განხორციელდება, რაც მისი განხილვა სპეციალისტებთან და მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებთან მოხდება.

2018-10-07

ნავიგაცია