Image

2018 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რუსთავში, ყაზბეგის, იაღლუჯის, ვაჟა ფშაველას, გორის ქუჩებსა და ყაზბეგის ქუჩის ჩიხებში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე, ყაზბეგის ქუჩის მეორე ჩიხში ბეტონის დასხმის სამუშაოები ტარდება.

სამუშაოების მიმდინარეობას, ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, რუსთავის მერის მოადგილეები - დავით კეკელიძე და ბესიკ ტოგონიძე ადგილზე გაეცნენ.

რუსთავის მერიამ იაღლუჯის, ვაჟა-ფშაველასა და გორის ქუჩების რეაბილიტაცია მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, აპრილში დაიწყო. 
პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება იაღლუჯის, გორის, ვაჟა ფშაველას ქუჩებს, ყაზბეგის ქუჩის I, II გასასვლელს, I და II ჩიხებს, ვაჟა ფშაველას ჩიხს, გორისა და ვაჟა ფშაველას ქუჩების დამაკავშირებელ გზას. 
ასფალტის საფარი იცვლება 20 438 კვ.მ ფართობზე, ეწყობა სანიაღვრე ქსელი საერთო სიგრძით 1821 მეტრი.

სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „სამშენებლო კომპანია მაგისტრალი“ ახორციელებს. პროექტისთვის 1 მლნ 407, 000 ლარი ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო.

2018-10-11

ნავიგაცია